Binance-ი უგანდაში კრიპტოვალუტის ბირჟას ხსნის

0
2258

უმსხვილესმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ კვირაში კრიპტოვალუტის ბირჟას უგანდაში გახსნის.

Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჩენგპენგ ზაომ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ უგანდაში ბირჟის დაარსება ჯერ კიდევ ივნისში დაგეგმეს.

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ახალი ფილიალი ოფიციალურად დაიწყებს უგანდის შილინგით ვაჭრობას. პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ბირჟამ უკვე დაიწყო უსაფრთხოების ზომების მიღება და სისტემის “იცნობდე შენს მომხმარებელს” დანერგვა.

როგორ ცნობილი გახდა, უგანდური შილინგით ვაჭრობა ჯერ მხოლოდ ბიტკოინზე და ეთერიუმზე იქნება შესაძლებელი.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უგანდის ცენტრალურმა ბანკმა ინვესტორები 2017 წლის მარტში გააფრთხილა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რისკების გამო, ქვეყნის მთავრობა აქტიურად დაინტერესდა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით.

Binance-ის წარმომადგენელი ვეის ზოუ ამბობს, რომ უგანდაში დაფუძნებული ბირჟა ხელს შეუწყობს აფრიკაში მდგრადი ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ კომპანია რეგიონში უფრო მეტი ინოვაციის შემოტანას გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი