ტაივანის მთავრობამ დაადასტურა, რომ კრიპტოვალუტის რეგულირების სისტემას ქმნის. რეგულაცია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პრაქტიკის საფუძველზე მუშავდება.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის თქმით, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული წესები, რომლებიც ტრადიციულ ვალუტასთან მიმართებაში გამოიყენება დაახლოებით, იგივე რეგულაცია იმოქმდებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებითაც.
ფულის გათეთრების რისკის შესახებ ციფრული ვალუტის ინვესტორებს ფულის გათეთრებასთან მებრძოლმა ორგანომ აცნობა, ხოლო ფინანსთა სამინისტომ დაამატა, რომ ორ ტაივანურ ბირჟის კომპანიას: BitoEX-სა და MaiCoin-ს შეხვდება, რათა დარწმუნდეს, რომ ამ ბირჟებისთვის აღნიშნული რეგულაციის სისტემა ნათელია.
რეგულაციასთან დაკავშირებით, ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტაივანის ცენტრალური ბანკის რეკომენდაცია გახდა ცნობილი. ბანკი მომხრეა, რომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანომ კრიპტოვალუტაზე რეგულაცია დააწესოს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტაივანს ეს ნაბიჯი სულ უფრო აახლოებს კონტინენტური ჩინეთის პოზიციასთან, რომელიც ბიტკოინისა და სხვა ნებისმიერი ალტკოინის, ასევე ICO-ს აკრძალვას გულისხმობს.
ფინანსთა სამინისტრო კი სხვანაირად ფიქრობს და აცხადებს, რომ ეს რეგულაცია საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტის ლანდშაფტის ზოგადი სურათი გასაგები იყოს.