ბიტკოინის ფასმა 50.000 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა

0
1147

სამშაბათს, 5 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა. კურსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა ბიტკოინმაც.

ბიტკოინის ფასმა 50.000 დოლარის წინაღობა დაძლია და კურსმა 51.392 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

გუშინ კი ბიტკოინზე ვაჭრობა 48.208 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 49.456 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 47.045 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 49.112 დოლარზე დაიხურა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებელმა 5%-ით მოიმატა.

ამასთანავე, კვირის მაძილზე ბიტკოინის ფასი დაახლოებით 23.43%-ით არის გაუმჯობესებული.

ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი კი 43.5%-ს შეადგენს.

კრიპტოვალუტის ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში მომდევნო დონე 55.000 დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 5 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 968 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი