იაპონიაში ბირჟებს ოფიციალურად თვითმარეგულირებელი ორგანო გააკონტროლებს

0
1467

იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტო ადგილობრივ კრიპტო-ინდუსტრიას თვითმარეგულირებლის სტატუსს ოფიციალურად ანიჭებს. სააგენტო იმედოვნებს, რომ თვითრეგულირების ორგანო შექმნის წესებს, რათა დაიცვას მომხმარებელთა აქტივები. ორგანოსგან ასევე მოელიან, რომ შეიმუშაოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა და გააცნოს კრიპტო-ბირჟებს მუშაობის ზოგადი წესები.

სააგენტოს წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ თვითრეგულაციის ორგანომ შეიძლება უფრო უკეთესად გააკონტროლოს ბირჟები, ვიდრე მთავრობამ.

“ეს ძალიან სწრაფად მოძრავი ინდუსტრიაა. ექსპერტებისთვის უკეთესია, რომ წესები დროულად იქნეს მიღებული, ვიდრე ბიუროკრატები გააკეთებენ ამას”,- განაცხადა იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა.

თვითრეგულირების ორგანო ოფიციალურად 24 ოქტომბრიდან დაიწყებს კანონიერ ფუნქციონირებას. ამ ეტაპზე, მარეგულირებელს მხოლოდ 15 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული, მაგრამ სტაფის 20 ადამიანამდე გაზრდა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ თვითრეგულაციის ორგანო 2018 წლის აპრილში დაარსდა და ის შედგება 16 რეგისტრირებული კომპანიისგან. ჯგუფის ჩამოყალიბება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც იაპონიაში დაფუძნებული უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Coincheck-დან ჰაკერებმა 534 მილიონ დოლარზე მეტი მოიპარეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი