ნიუ-იორკში სახლი კრიპტოვალუტაში იყიდება

0
2647

ნიუ-იორკში მდებარე ექვს სართულიანი სახლი, რომელიც ტრადიციულ ვალუტაში 30 მილიონ დოლარად იყიდება, კრიპტოვალუტაში 45 მილიონი ღირს.

ამის შესახებ Wall Street Journal-ი იუწყება.

კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის აქტიური მხარდამჭერი, ინვესტორი კლაუდიო გუაზონი დე ზანეტი აცხადებს, რომ ის საკუთრებას გაყიდის ბიტკოინში, ეთერიუმსა და რიპლიში. მან ასევე, აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტაში მაღალ ფასს, 45 მილიონი დოლარს, კრიპტოვალუტის ბაზრის არასტაბილურობა განაპირობებს.

“მე ნამდვილად მწამს ამ ქსელის, მაგრამ ეს ძალიან არასტაბილურია. კრიპტოვალუტა ორი კვირის განმავლობაში შეიძლება 60%-მდე შემცირდეს”,- აღნიშნა კლაუდიო გუაზონი დე ზანეტიმ.

მთლი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ადგილი არსებობს, სადაც კრიპტოვალუტით ქონების ყიდვა ლეგალურია. ასეთი ადგილებია: მაიამი, დუბაი, ნიუ-იორკი და ბალის კუნძულები.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის 50.000-ზე მეტ დასაქირავებელ საცხოვრებელი ფართში კლიენტებს კრიპტოვალუტით გადახდა შეუძლიათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი