ბრაზილიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობს

0
1113

ბრაზილიის ცენტრალური ბანკი აცხდებს, რომ უკვე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მოვალეობაც კრიპტო ინდუსტრიის შესასწავლაა.

ცენტრალური ბანკის ოფიციალური განცხადების თანახმად, გუნდი 12 წევრისგან შედგება. ჯგუფის ერთ-ერთი მოვალეობაა ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის ეროვნული გადასახადების ეკოსისტემისთვის შესაბამისობა.

ბანკი ამბობს, რომ ახალი ჯგუფი შეამოწმებს, თუ რა თანხა დაიზოგება ციფრული ვალუტის გამოცემით და რამდენად სასარგებლო იქნება ეს ეროვნული ეკონომიკისთვის.

ბრაზილიის ცენტრალური ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი რაფაელ სარეს დე ალმეიდა აღნიშნავს:

”ცენტრალური ბანკების მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა დიდი ხანია, რაც არაერთი ცენტრალური ბანკის კვლევის დღის წესრიგშია”.

შეგახსენებთ, რომ ბაჰამის ცენტრალური ბანკის მმართველმა, ჯონ როლელმა დაადასტურა, რომ ბაჰამის ციფრული დოლარის ინიციატივა კუნძულებზე 2020 წლის მეორე ნახევარში განხორციელდება.

ადგილობრივი გამოცემის, The Tribune–ის სტატიის თანახმად, ჯონ როლელმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც ბაჰამის კუნძულების სავაჭრო პალატასა და დამსაქმებელთა კონფედერაციას მიმართავს ინიციატივით, რომლის მიზანია ციფრული დოლარის გამოშვება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი