სინგაპურის ბანკი DBS-ი DeFi-ს FX და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისთვის იყენებს.
DBS Bank, აზიის ფინანსური მომსახურების ძირითადი ჯგუფი, იყენებს დეცენტრალიზებულ ფინანსებს (DeFi), რომელსაც მხარს უჭერს სინგაპურის ცენტრალური ბანკი.
DBS-მა სავალუტო (FX) და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სავაჭრო ტესტირება დაიწყო.
ეს განვითარებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, Project Guardian-ის ნაწილია, რომლის ავტორიც ერთობლივი ინდუსტრიული ძალისხმევის პიონერი სინგაპურის სავალუტო ორგანოა (MAS).
საჯარო Blockchain-ზე ჩატარებული ვაჭრობა მოიცავდა ტოკენიზებული სინგაპურის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, სინგაპურის დოლარის, იაპონიის სახელმწიფო ობლიგაციების და იაპონური იენის ყიდვა-გაყიდვას.
DBS-ის სპიკერმა განუცხადა მედიას, რომ Project Guardian-ი შესრულდა პოლიგონის ქსელზე Uniswap v2 პროტოკოლის გამოყენებით.
წარმომადგენელმა ასევე მიუთითა ორ ძირითად იმპლემენტაციაზე, რომელიც უნდა მოხდეს ინსტიტუციური დონის DeFi პროტოკოლთან დასაახლოებლად: გადამოწმებადი რწმუნებათა სიგელები და ფასის ანალიზი.
პროექტმა აჩვენა, რომ კერძო DeFi პროტოკოლზე ვაჭრობა იძლევა მყისიერი ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და მეურვეობის ოპერაციების ერთდროულად წარმართვის საშუალებას.