მალტაზე Blockchain ტექნოლოგიას ბიზნესის რეესტრის სისტემაში გამოიყენებენ

0
1314

მალტის ფინანსური სერვისების, ციფრული ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა, სილვიო შემბრიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ბიზნესის რეესტრი Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ჯოზეფ მასკატმაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ინიციატივა ემსახურება იმას, რომ შეიქმნას პირველ სამთავრობო უწყება, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემით იმუშავებს.

რამდენიმე თვის წინ ასევე მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალტაზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კონტრაქტები Blockchain-ზე დარეგისტრირდებოდა.

მალტის პრემიერ მინისტრმა, ჯოზეფ მასკატმა განაცხადა, რომ კაბინეტმა დაამტკიცა ახალი რეგულაციები, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს ავტომატურ რეჟიმში გადაწყვეტდა.

“ჩვენ მოქალაქეებს ვთავაზობთ Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით ახალ სერვისს. ყველა ხელშეკრულება Blockchain სისტემაში უნდა იყოს დარეგისტირებული. ეს არის უსაფრთო სისტემა”,- აღნიშნა მალტის პრემიერ მინისტრმა, ჯოზეფ მასკატმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი