ქეით ვუდი: ინვესტორებმა ბიტკოინით გარიგებები საგადასახადო პოლიტიკას შემუშავებამდე არ უნდა განახორციელონ

0
1106

Ark Invest-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ქეით ვუდი აფრთხილებს ინვესტორებს, რომ არ გაყიდონ და არ მოახდინონ გარიგება ბიტკოინით, სანამ შეერთებული შტატების შიდა შემოსავლების სააგენტო არ შემოიღებს საგადასახადო პოლიტიკას ციფრული ვალუტის შესახებ.

Cboe-ს მიერ ჩატარებულ ვებ–გადაცემაში, ქეით ვუდმა აღნიშნა, რომ ბიტკოინში ტრანზაქციამ შეიძლება წარმოშვას მასიური საგადასახადო ვალდებულებები. ტრანსაქციებისთვის ბიტკოინის გამოყენება და მისი გაყიდვით შემოსული მოგება საკმაოდ მიმზიდველი ვარიანტია მისი გრძელვადიანი მფლობელებისათვის.

ფლაგმანურმა კრიპტოვალუტამ 2021 წელს 61,000 დოლარს გადააჭარბა და ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. ახლა ბიტკოინის მფლობელებს შეერთებულ შტატებში საშუალება აქვთ გამოიყენონ თავიანთი ბიტკოინი “ტესლას” ავტომობილების შესაძენად.

მიმდინარე ფასის ნიშნულით “ტესლას” მესამე სერიის მოდელი 0,72 ბიტკოინი დაუჯდება მყიდველს.

თუმცა არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით იყენებენ მფლობელები ბიტკოინს, იქნება ეს მოგების მიზნით მისი გაყიდვა, თუ “ტესლას” მოდელების შეძენა.

ბიტკოინი აშშ-ში განიხილება საკუთრებად და არა ვალუტად. შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს დაბეგვრას. ქეით ვუდმა სწორედ ამ მოვლენის გამოსწორებამდე მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა ბიტკონის მფლობელებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი