Tezos-ი პარტნიორობას სინგაპურის მთავრობასთან იწყებს. პარტნიორობის მიზანია Blockchain პლატფორმის, Tribe-ის შექმნა.
Tezos–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Tezos-ს პროექტში მონაწილეობა სამხრეთ აზიაში კომპანიისა და ზოგადად ციფრული ტექნოლოგიების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
პროექტი 2020 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს ოპერირებას.
თანამშრომლობის შესახზებ კომენტარის გაკეთებისას Tezos-ს პრეზიდენტმა განაცხადა: ”Tezos Blockchain პროექტი ტექნოლოგიისმცოდნე ტრენერებს საშუალებას მისცემს გააძლიერონ ახალი ტექნოლოგიების გავლენა სამხრეთ აზიის ნაწილში”.
უნდა აღინიშნოს, რომ სინგაპური ბოლო დროს Blockchain ტექნოლოგიას აქტიურად ნერგავს. აგვისტოს თვეში სინგაპურში დაფუძნებული სტარტაპი, Limestone Network-ი კამბოჯის დედაქალაქის ცენტრში “ჭკვიანი სამეზობლოს” შენარჩუნების მიზნით Blockchain ტექნოლოგია დანერგა.
Limestone Network-ი შეიქმნა სინგაპურის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამარტივება.
როგორც ცნობილია, Blockchain-ის ქსელში პირადობის სისტემა შეიქმნა, რომელშიც სინგაპურის მაცხოვრებლებისთვის ციფრულ პასპორტები განთავსდა. ამის შემდეგ კი, გამგზავრება მობილური აპლიკაციის გამოყენებითაც არის შესაძლებელი.