ჩრდილოეთ კორეის დახმარებისთვის აშშ-ს მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდათ

0
845

ეთერიუმის ყოფილ დეველოპერებს 63-თვიანი პატიმრობა და და 100 000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მიესაჯათ. აღნიშნულს საფუძვლად უდევდა ჩრდილოეთ კორეაში კონფერენციაზე დასწრება და სანქციების თავიდან არიდების მცდელობა.

როგორც აღმოჩნდა, აშშ-ს მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციების საწინააღმდეგოდ ჯგუფი მოქმედებდა. აღნიშნული ჯგუფი Blockchain ტექნოლოგიას ჩრდილოეთ კორეის დასახმარებლად იყენებდა.

აშშ-ს საოლქო მოსამართლე, კევინ კასტელმა განაცხადა, რომ ეს იყო მიზანმიმართული განზრახვა სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის და დასძინა, რომ დანაშაული დაამძიმა იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული პირები სანქციების თავიდან არიდების გზებს ასწავლიდნენ ჩრდილო კორეის წარმომადგენლებს.

დამნაშავეთაგან ერთ-ერთი ვირჯილ გრიფიტია, რომელიც 2019 წელს აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ფხენიანში.

კონფერენციაზე საზოგადოებას კი უხსნიდა, თუ როგორ იყო სანქციებიდან თავის არიდება შესაძლებელი.

დაცვის მხარემ ვირჯილ გრიფიტის სასჯელის შესამსუბუქებლად წარმოადგინა სამედიცინო დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნულ პიროვნებას ოფსესიურ-კომპოლისური პიროვნების აშლილობა აწუხებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი