ინგლისის ბანკი და მარეგულირებელი ორგანო კრიპტოვალუტის სექტორის რეგულაციაზე მსჯელობას განაგრძობენ

0
878

ინგლისის ბანკის (BoE), ფინანსური ქცევის ორგანოს (FCA) და ბანკის პრუდენციალური რეგულირების ორგანოს (PRA) ანგარიშები ერთდროულად გამოქვეყნდა.

ფინანსური ქცევის ორგანომ თავის 40-გვერდიან ანგარიშში განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები და DeFi „შეზღუდულ“ რისკს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის წარმოადგენს.

თუმცა ის ამავდროულად ხედავს, რომ რისკი იზრდება, რადგან ეს უფრო ფართო ფინანსურ სისტემასთან მოდის კავშირში.

მოხსენების თანახმად, ბანკმა დაადგინა, რომ არსებული მარეგულირებელი სისტემა რისკების შესამცირებლად იმ შემთხვევაში იქნება საკმარისი, თუ კრიპტო ტექნოლოგია იგივე მიზნებს მოემსახურება, რასაც ტრადიციული ფინანსები.

ანგარიშში სტაბილკოინის რეგულირების შესახებაც იყო საუბარი. ასევე გამოთქვა სურვილი და მზაობა DeFi აპლიკაციების რეგულირებისთვის საჭირო საერთაშორისო ძალისხმევის მხარდასაჭერად.

ამავდროულად, ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ ინსტიტუტებს განსაკუთრებით ფრთხილი და გონივრული მიდგომა სჭირდებათ ციფრულ ვალუტებთან ან DeFi-ის ნებისმიერ მიღებასთან დაკავშირებით, სანამ მარეგულირებელი სისტემა უფრო ძლიერი არ გახდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი