სინგაპური კრიპტოვალუტის რეგულაციის რეჟიმს აფართოებს

0
1801

სინგაპურის მარეგულირებელმა რეგულაციის რეჟიმი საგადასახადო პროვაიდერებისთვის გააფართოვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ანონიმური გარიგებები.

ახალმა კანონპროექტმა, რომელმაც ორ საჯარო კონსულტაცია უკვე გაირა მომზადდა სამომხმარებლო სახსრების უკეთ უზრუნველყოფისთვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დაფინანსების აღსაკვეთად.

კანონპროექტის მიხედვით, იმოქმედებს ორი რეჟიმი: საგადასახადო მომსახურეობის მიმწოდებლისთვის აუცილებელი იქნება ლიცენზია და მეორე შეეხება მარეგულირებლის მიერ ყველანაირი გადარიცხვების ზედამხედველობას.

მარეგულირებელის ზედამხედველობა გათვალისწინებულია იმისთვის, რომ ფულის გათეთრების პროცედურები იქნას თავიდან არიდებული. რაც შეეხება ლიცენზიას, სალიცენზიო კომპანიის მიმართ მოთხოვნება უფრო მკაცრი იქნება განსაკუთრებით იმ კომპანიების მიმართ, რომელიც მსხვილ გადარიცხვებს ხშირად აწარმოებენ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის თვეში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სინგაპურის მარეგულირებელი კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ცდილობდა.

“ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ არის ის, რომ ბანკებმა, კრიპტოვალუტის და fintech-ის სტარტაპებმა ერთობლივად იმუშაონ. თუკი ისინი დაინახავენ, რომ არსებობს გარკვეული ურთერთგაგება ისინი შეძლებენ ერთად მუშაობას”,- აცხადებდა მარეგულირებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი