ამერიკელი კანონმდებლები კრიპტო კომპანიების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ

0
816

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ხუთი დეპუტატისაგან შემდგარმა ჯგუფმა მოითხოვა მონაცემები 20 კომპანიის „მრავალფეროვნებისა და ჩართვის პრაქტიკის“ შესახებ. კომპანიები კრიპტოვალუტებთან და Web3-თანაა დაკავშირებული.

კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტის თავმჯდომარე მაქსინ უოტერსმა წარმომადგენლებთან ჯოის ბიტისთან, ალ გრინთან, ბილ ფოსტერთან და სტივენ ლინჩთან ერთად შეადგინეს და გამოაქვეყნეს წერილი.

წერილი აშშ-ში დაფუძნებული კრიპტო კომპანიებისთვის არის განუკთვნილი. მოთხოვნაა, რომ კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ანგარიშები, რა შედეგები აქვთ და რაც მთავარია რამდენად ექცევა კანონის ფარგლებში კრიპტოვალუტისა და Web3-ის ინდუსტრია.

კანონმდებლებმა გაუგზავნეს წერილები 20 კომპანიას, მათ შორის არიან: Aave, Binance.US-ი, Coinbase-ი, Crypto.com-ი, FTX, Kraken-ი, Paxos-ი, Ripple-ი და Tether-ი, ასევე “სარისკო კაპიტალის” კომპანიები: Andreessen Horowitz-ი, Haun Ventures-ი და Sequoia Capital-ი.

„ამჟამად საზოგადოდ ხელმისაწვდომი მონაცემების შემაშფოთებელად დაბალი მოცემულობაა, რაც ხელს უშლის საზოგადოებას ეფექტურად შეაფასოს ამერიკის უმსხვილესი ციფრული ვალუტებისა და საინვესტიციო კომპანიების მრავალფეროვნება“. – განაცხადეს კონგრესმენებმა.

კომპანიებს კონგრესმენებისათვის ჯერ არ უპასუხიათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი