ბრაზილიის შემოსავლების სამსახური კრიპტოვალუტისთვის მოგების გადასახადის დაწესებას ითხოვს

0
1088

ბრაზილიის ფედერალური შემოსავლების სამსახური გამოდის ინიციატივით, რომ კრიპტოვალუტაზე მოგების გადასახადი დაწესდეს.

შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, ბრაზილიელმა ინვესტორებმა უნდა გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადი იმ ტრანზაქციებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ კრიპტოვალუტებს, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი.

უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურის ინიციატივა სისრულეში მალე ვერ მოვა. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს ბრაზილიის სენატმა ქვეყნის პირველი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულირებას.

ბრაზილიის სენატმა პლენარულ სესიაზე მიიღო ქვეყნის პირველი კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს კრიპტოვალუტებს, რომელიც შექმნის საფუძველს ქვეყნის კრიპტო ინდუსტრიისთვის მარეგულირებელი სისტემის შესაქმნელად.

აღნიშნული კანონის მიღებას წინ ხანგრძლივი პროცესი უძღოდა. ჯერ კიდევ 2015 წელს დეპუტატ აურეო რიბეიროს კანონპროექტი უკვე შემუშავებული ჰქონდა.

კანონის მიღებით სენატმა დაადასტურა, რომ ქვეყნის აღმასრულებელი შტო იქნება პასუხისმგებელი კრიპტოვალუტების რეგულირების ფორმულირებაზე. მას შეუძლია შექმნას ახალი მარეგულირებელი, ან მისი უფლებამოსილება გადასცეს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას ან ბრაზილიის ცენტრალურ ბანკს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი