IOTA-ს კურსი შესაძლოა, უფრო შემცირდეს

0
1836

19 ნოემბერს კრიპტოვალუტების ბაზარი საკმაოდ შემცირდა. დაიკლო თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასის მაჩვენებელმა. გამონაკლისი არც კარდანო და IOTA აღმოჩნდნენ.

უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში კარდანონმ 0.060105 დოლარის ზღვარი დაარღვია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტას მომდევნო მხარდაჭერა 0.043722 დოლარზე ექნება.

გუშინ, კარდანოზე ვაჭრობა 0.061903 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. დღის მანძილზე ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული 0.051989 დოლარზე დაფიქსირდა. კარდანოზე ვაჭრობა კი 0.052582 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე კრიპტოვალუტაზე ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

რაც შეეხება IOTA-ს: ამჟამად, კრიპტოვალუტა 0.30 დოლარის ფარგლებში მერყეობს. 19 ნოემბერს IOTA-ზე ვაჭრობა 0.41 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.41 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული 0.34 დოლარი იყო. საღამოს IOTA-ზე ვაჭრობა 0.35 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასი მოიმატებს მოსალოდნელი კური 0.40 დოლარზე იქნება. ფასის კლების შემთხვევაში კი IOTA-ს კურსი შესაძლებელია, 0.32 დოლარის ნიშნულამდე შემცირდეს.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი