კრიპტო მომხმარებლებს სურთ ნობელის პრემია სატოში ნაკამოტოს მიენიჭოს

0
995

სოციალური მედიის პლატფორმების ენთუზიასტებმა წელსაც არ დაივიწყეს გასული წლების ტრადიცია და თავიანთი ყოველწლიური პეტიციით ნობელის მემორიალური პრემიის საბჭოს მიმართეს, რათა ეკონომიკურ მეცნიერებებში შეტანილი წვლილისათვის სატოში ნაკამოტო დაეჯილდოვებინათ.

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ უკვე წარმოადგინა აღნიშნული მიმართებით სამი შესაძლო კანდიდატი, რომელთა შორისაა – ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ბენ ბერნანკე, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატები არიან ამერიკელი ეკონომისტები დუგლას დიამონდი და ფილიპ დიბვიგი – “ბანკებისა და ფინანსური კრიზისების კვლევისთვის”.

მრავალი კრიპტო ენთუზიასტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ბიტკოინის შემქმნელი სატოში ნაკამოტო ამ ისტორიულ ჯილდოს დიდი ხანია იმსახურებს.

კრიპტო ენთუზიასტებმა განაცხადეს, რომ ბერნანკესათვის ამ ჯილდოს მინიჭება დანაშაული იქნება, რადგან სწორედ მან დაბეჭდა ფული ბანკებისათვის 2008 წლის კრიზისის დროს, რამაც ინფლაცია და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი