ევროკომისარი: Fintech-ის შესახებ საზოგადოების ინფორმირება საჭიროა

0
773

ევროკომისიის (EC) ფინანსური კომისრის თქმით, Fintech-ს უკეთესი კომუნიკაცია სჭირდება.

“ხალხი კითხულობს, რა არის ფინანსური ტექნოლოგიების საჭიროება და ინდუსტრიას აქვს პასუხები, მაგრამ ამაზე პროფესიულ წრეებს გარეთაც უნდა შედგეს საუბარი. შიდა წრეებს გარეთაც უნდა ვისაუბროთ”,- განაცხადა ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისების და კაპიტალის ბაზრების კავშირის კომისარმა, მაირედ მაკგინესმა.

DC Fintech Week-ზე გამოსვლისას მაკგინესმა გააზიარა დაკვირვებები განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების შესახებ ევროპული პერსპექტივიდან და შეადარა სიტუაციები ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

“ევროკომისია ძალიან ყურადღებით აკვირდება ფასიანი ქაღალდების რეგულირებას შეერთებულ შტატებში”,- განაცხადა მაკგინესმა. მან კრიპტო დეველოპერების მხრიდან მარეგულირებელი პროცესისადმი ენთუზიაზმის ნაკლებობა დააფიქსირა. თუმცა მიუხედავდ ამისა გაანცხადა, რომ ვისაც მომავალი სურს ესმის ამის საჭიროება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ კრიპტო მაინინგში მუშაობის დამადასტურებელი კონსენსუსის აკრძალვა გადაწყვიტა, ევროპას უფრო მეტად შეეხო ენერგო კრიზისი, ვიდრე ამერიკას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი