ინდოეთში გაურკვეველი მარეგულირებელი გარემო უახლოეს მომავალში არ შეიცვლება

0
1194

ინდოეთის ფინანსთა მინისტრი კონსულტაციების მოლოდინშია, რათა გადაწყვიტოს კრიპტოვალუტა აკრძალოს თუ რეგულაციები დაუწესოს.

ინდოეთის ზედა პალატის წევრი, რაჯია საბჰაში, ცოტა ხნის წინ, გაკეთებულ განცხადებაში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი სისტემის გარუკვეველი პროცესი უახლოეს მომავალშიც ასეთად დარჩება.

2022–23 წლების ბიუჯეტის ზოგადი განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს კრიპტოვალუტის დაკანონებას ან აკრძალვას. აკრძალვის შემთხვევაში კი ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სამინისტრო ყველანაირ შესაძლო კონსულტაციას გაივლის და ყველა საკითხს განიხილავს.

სითჰარამანმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება დაბეგროს მოქალაქეების შემოსავლები, რომელსაც კრიპტოვალუტიდან იღებენ. თუმცა მთავრობის შესაძლებლობა, დააწესოს კრიპტოვალუტაზე გადასახადები განცალკევებულია აქტივების კლასის კანონიერად აღიარების საკითხისგან.

აღნიშნული განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც ინდოეთის საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტების დაბეგვრის გეგმა სულაც არ ნიშნავს ვაჭრობის ლეგალიზაციას.

მიმდინარე გაურკვევლობების ფონზე კრიპტოვალუტის აკრძალვასთან დაკავშირებული საპარლამენტო სესია გადადებულ იქნა. თუმცა მთავრობა კვლავაც აგრძელებს ციფრული ვალუტის შესფასებას და ახლა უკვე ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებაზე საუბრობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი