ირანი მაინინგის ლეგალურ სტატუსზე მუშაობს

0
1622

ირანის ხელისუფლება გეგმავს კრიპტოვალუტის მაინინგი ლეგალურად დაუშვას. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მთავრობამ აღმასრულებელი კანონის ზოგიერთი ნაწილი დაამტკიცა, რომლითაც შესაძლებელი იქნება კრიპტოვალუტის მაინინგი, მათ შორის ამ კანონით შესაძლებელი გახდება ბიტკოინის მაინინგიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ირანში ელექტროენერგია გაცილებით იაფია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, ჩინელი მაინერები ირანში უკვე იმყოფებიან მაინინგისთვის ხელშემწყობი პირობების გამო.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, მაინინგი ქვეყნის ეკონომიკას განვითარებაში დაეხმარება.

ამასთანავე, ცოტა ხნის წინ, ირანის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის განცხადება გავრცელდა. საიდ ზარანდიმ აღნიშნა, რომ ამერიკის კონგრესი მუშაობდა იმისთვის, რომ შეეჩერებინა ირანის მიერ კრიპტოვალუტისა და ბიტკოინის მაინინგის წინსვლა.

ბოლო დროს ირანში კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური განწყობა შეინიშნება. უფრო კონკრეტულად კი ირანის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობს, რათა ციფრული ვალუტით თავისუფლად შესრულდეს საფინანსო ოპერაციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი