სამხრეთ კორეამ პირველადი მონეტარული შეთავაზება შესაძლოა, მომდევნო თვეებში აკრძალოს.
თუმცა, Korea Times-ის ცნობით, აკრძალვა შესაძლოა ნაწილობრივ გააუქმდეს განსაკუთრებით კი, ტოკენების გაყიდვასთან მიმართებაში.
“საფინანსო უწყებამ საგადასახადო ორგანოსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის სამთავრობო უწყებებთან გაიარა კონსულტაცია, რათა სამხრეთ კორეში ICO-თი ვაჭრობა ნებადართული იყოს, როდესაც გარკვეული პირობები შესრულდება”,- აღნიშნა Korea Times-თან ანონიმურმა წყარომ.
მიუხედავად ადგილობრივი აკრძალვისა, ბევრი სამხრეთ კორეელი კრიპტო-ინვესტორი კვლავ მონაწილეობს საერთაშორისო ICO-ს ვაჭრობაში.
კანგ იონგ-სო, რომელიც საზღვარგარეთ კრიპტოვალუტის ვაჭრობას კურირებს უარს აცხადებს ICO-სთან დაკავშირებით ნებისმიერ კომენტარზე ვიდრე, ფინანსური სერვისების კომისია საკითხის განხილვის პროცესშია.
ამასთანავე, იონგ-სომ დაადასტურა, რომ მთავრობას სურს Blockchain ტექნოლოგიის წინსვლა და რეგულირებული კრიპტოვალუტის ვაჭრობისთვის უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები იაპონიასა და ჩინეთში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით კოლეგებთან შეხვედრებს მართავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო წესები მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით შეიძლება შემუშავდეს.