დეცენტრალიზებულმა პლატფორმამ 4,5 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა

0
898

დეცენტრალიზებულმა პლატფორმამ, Tracer DAO– მ, განაცხადა 4,5 მილიონი აშშ დოლარის ფულადი სახსრების მოძიების წარმატებული რაუნდის დასრულების შესახებ.

დაფინანსება გუნდს პროდუქტისა და პაკეტების შეთავაზებების გასაფართოებლად სჭირდება. Tracer DAO იმედოვნებს, რომ განახორციელებენ ინოვაციურ ნაწარმს ნებისმიერი ბაზრისთვის. კომპანიის სამომავლო გეგმაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მომხმარებლებს მიეცეთ საშუალება ტოკენიზებული წარმოებულების გამოყენებით გადაიხადონ სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო გადსახადები.

აღნიშნული დაფინანსების რაუნდში მონაწილეობა მიიღეს მსხვილმა კრიპტო კომპანიებმა. მათ შორის იყვნენ: Framework Ventures-ი, Maven 11-ი, DACM-ი და Apollo Capital-ი.

აღსანიშნავია, რომ მაისში Blockchain სტარტაპმა Chia Network-მა დაფინანსების რაუნდში 61 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა. ფინანსები Andreessen Horowitz-ისა და Richmond Global Ventures-ის დახმარებით შეგროვდა.

დეცენტრალიზებული “ჭკვიანი კონტრაქტის” პლატფორმა დაფინანსების რაუნდში დაახლოებით 500 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. დაფინანსების რაუნდს ასევე მხარს უჭერდა AngelList Naval Ravikant-ი, Breyer Capital-ი და True Ventures-ი. მართალია, შეგროვებული თანხა შეფასებასთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სტარტაპს განვითარებაში მაინც დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი