OKEx-ის სამხრეთ კორეის ფილიალი ახალი რეგულაციების გამო შესაძლოა, დაიხუროს

0
1125

OKEx-ის მთავარი ოფისი მალტაზე მდებარეობს. გლობალური კრიპტოვალუტის ბირჟის სამხრეთ კორეული ფილიალი კი შესაძლოა, დაიხუროს. მიზეზი სამხრეთ კორეის მარეგულირებლის ახალი გამაკაცრებული წესებია.

კომპანია კი ვერ აკმაყოფილებს მარეგულირებლის ახალ მოთხოვნებს. თუმცა არის მეორე მიზეზიც, ბევრი კომპანია ხმამაღლა აპროტესტებს ამ ცვლილებას. შექმნილი გარემოს გამო, რომელსაც ახალი კანონის სიმკაცრე იწვევს, კომპანიები პროტესტის ნიშნად მუშაობას წყვეტენ.

OKEx-ის მომხმარებლებს კი მოუწევთ 7 აპრილამდე დახურონ საფულეები და გაანაღდონ მოგება. ამ თარიღის შემდეგ, ბირჟა სრულად იხსნის პასუხსიმგებლობას წარმოქმნილ ხარვეზებზე.

OKEx კორეა მიიღებს განაღდების განაცხადებს 24/7 რეჟიმში, საღამოს 6:00 საათამდე. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც OKEx Korea-მ 15 მარტს დროებით შეაჩერა თანხის გატანა ტექნიკური მომსახურეობის გამო.

აღსანიშნავია, რომ OKEx-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც სამხრეთ კორეაში კრიპტო საქმიანობა შეაჩერა.

2021 წლის დასაწყისში Binance-ის სამხრეთ კორეულმა ფილიალმა ასევე მუშაობა შეწყვიტა. კომპანიამ ეს ნაბიჯი ვაჭრობის დაბალი მოცულობით ახსნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი