სამხრეთ კორეაში ახალი რეგულაციები ამოქმედდა

0
1293

ექსპერტების თქმით, სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტისთვის დაწესებული რეგულაციები მონოპოლიზირებულ ბაზარს შექმნის.

Blockchain ინდუსტრიის წევრები ირწმუნებიან, რომ მცირე მასშტაბის სტარტაპერები იბრძვიან სამხრეთ კორეის ადგილობრივ ბანკებთან პარტნიორობის შესაქმნელად. ამიტომ ვერ დარეგისტრირდებიან მარეგულირებლის ახალი მოთხოვნების შესაბამისად. სამხრეთ კორეა იწყებს ახალ ეტაპს გამკაცრებული რეგულაციებით, რომლის დაცვა მოუწევს მათ იურისდიქციაში არსებულ ყველა კრიპტო კომპანიას.

როგორც Korea Herald–ის სტატიაშია ნახსენები, ინდუსტრიის ექსპერტები შიშობენ, რომ ახალი ზომების გავლენას, კერძოდ, სპეციფიკურ ფინანსურ ტრანზაქციებზე მიღებულ აქტს, შეუძლია საზიანო შედეგები მოუტანოს კრიპტოვალუტების კომპანიების უმეტესობას.

აქტის თანახმად, ციფრული ვალუტის ყველა ოპერატორი მოითხოვს ოფიციალურ რეგისტრაციას, რისთვისაც მათ უნდა აჩვენონ მტკიცებულება, რომ ისინი მუშაობენ სამხრეთ კორეის ბანკებში რეალური სახელით და ლიცენზირებული ანგარიშების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილება ცალსახად მიმართულია დანაშაულებრივი კრიპტო ქსელების აღმოსაფხვრელად, ვერცერთმა პატარა კრიპტო კომპანიამ ვერ შეძლო დღემდე ლიცენზიის მისაღებად პარტნიორობის გაფორმება.

ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ფინანსური დანაშაულების, მაგალითად, ფულის გათეთრების თავიდან აცილებას.

როგორც ცნობილია, კრიპტო კომპანიების მიმართ წარდგენილი ახალი მოთხოვნების პარალელურად, სამხრეთ კორეა კრიპტო გადასახადის დაწესებაზე მსჯელობს. კანონი კაპიტალის მოგების გადასახადის შემოღებას გულისხმობს, რომელიც დაწესებულია ყველა 2.300 დოლარზე მეტი ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში.

აღნიშნული კანონი 2022 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი