BnkToTheFuture–ის გენერალური დირექტორი: საფინანსო სექტორს მხოლოდ ბიტკოინი დაეხმარება

0
1389

ციფრული ვალუტის პლატფორმის, BnkToTheFuture–ის გენერალური დირექტორის, საიმონ დიქსონის მოსაზრების თანახმად, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ გლობალურ საფინანსო სისტემას მხოლოდ ბიტკოინი დაეხმარება.

კოროვირუსის პანდემიის ფინანსურ სექტორზე გავლენის მსჯელობის დროს საიმონ დიქსონმა აღნიშნა, რომ ვირუსი მხოლოდ ჯანდაცვის სისტემისთვის არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

”არ მინდა დრამატული ვიყო, მაგრამ ეს არის ფინანსურ სისტემაში გლობალური გადატვირთვა”,-მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა საიმონ დოქსონმა.

მისი თქმით, ვირუსის დამარცხების შემდეგ ხელისუფლებასა და ცენტრალურ ბანკებს არანაკლებ მნიშვნელოვანი საზრუნავი ექნებათ.

BnkToTheFuture–ის გენერალური დირექტორი გამოსავალს კრიპტოვალუტის მასიურ ადაპტაციაში ხედავს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა Deutsche Bank-ის მრჩევლის, მერიონ ლაბუერის კომენტარი, რომელიც აცხადებდა, რომ კორონავირუსული პანდემიის მიმდინარე პროცესი დააჩქარებდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებას.

ფულადი სახსრების გავრცელების რისკი ხელისუფლებას ციფრული ალტერნატივის განსახილველად უბიძგებს.

ამასთანავე, მერიონ ლაბუერი ირწმუნება, რომ მთავრობები ფულადი სახსრების მიღებას განიხილავენ, როგორც ინფექციის რისკის პოტენციურ ფაქტორს. ეს კი ალბათ, ციფრული ვალუტებზე მოთხოვნას გაზრდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი