Binance-ი WazirX-თან კავშირს არ ადასტურებს

0
766

The Economic Times-ი ინდოეთის დამოუკედებელი პრესის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ცოტა ხნის წინ, Binance-ის გეგმების შესახებ წერდა.

გამოცემის მიხედვით, კომპანია გეგმავს WazirX-ის ინდოეთის ბირჟაზე გადარიცხვები ამოიღოს.

თუმცა მომხმარებლებს მაინც შეეძლებათ ნაშთების დეპონირება და გატანა სტანდარტული გატანისა და დეპოზიტის პროცესის მეშვეობით.

სამი დღით ადრე, ინდოეთის ფინანსური აღსრულების დირექტორატმა განაცხადა, რომ WazirX-ი აქტიურად დაეხმარა დაახლოებით 16 ბრალდებულ fintech კომპანიას კრიპტო მარშრუტის გამოყენებით დანაშაულისგან მიღებული შემოსავლების “გათეთრებაში” და შემდგომში გაყინა 8.1 მილიონი დოლარის საბანკო ნაშთები, რომლებიც დაკავშირებულია ბირჟასთან.

ამავდროულად, მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, ფლობს თუ არა Binance-ი ამ ბირჟას.

გასულ პარასკევს, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ Binance-ი არ ფლობს რაიმე კაპიტალს WazirX-ის მშობელ კომპანია Zanmai Labs-ში.

დამატებით მან განმარტა, რომ 2019 წლის 21 ნოემბერს, WazirX-ის შეძენის სურვილი Binance-ის მიერ არასოდეს ყოფილა სისრულეში მოყვანილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი