სამხრეთ კორეამ რეგულაცია-მომხმარებლის შემოწმების მექანიზმი შემოიღო

0
2707

სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟები, რომლებთაც ახალი ინფრასტრუქტურული სისტემები გააჩნიათ ქვეყნის ფინანსურ რეგულაციებს მთლიანად შეესაბამება. ხელისუფლების მიერ შემოღებული რეგულაცია ითვალისწინებს შემოწმების მექანიზმს, რაც მომხმარებელს უფლებას არ აძლევს ანანიმად დარეგისტრირდეს და ციფრული აქტივით ივაჭროს ან გადაცვალოს. ახალი შემოწმების სისტემის თანახმად, აუცულილებელია მომხმარებლის იდენთიფიკაცია მოხდეს.

არსებობს ბევრი დისკუსია სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ. გასულ კვირას ქვეყნის ფინანსური სერვისების კომისიამ (FSC) გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ახალი შემოწმების სისტემა, რომელიც საჭიროა ყველა შიდა სავაჭრო პლატფორმაზე.

ამასთან დაკავშირებით, გასულ კვირას კორეის კრიპტოსავაჭრო კომპანია “კორბიტმა” გამოაცხადა, რომ უცხოელი მოქალაქეებისგან დეპოზიტების მიღებას შეაჩერებს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “კორბიტი” 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კომპანიის კრიპტოვალუტების მთლიანმა გაცვლითმა მოცულობამ 135 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი