PayPal-ი TRUST-ის ქსელს დაემატა

    კრიპტო მეგობრული ციფრული გადახდების გიგანტი PayPal-ი Travel Rule Universal Solution Technology-ს (TRUST) ქსელს დაემატა.

    როგორც ცნობილია, PayPal-მა უკვე ორი თვეა რაც თავის სერვისებს, გადარიცხვის, გაგზავნის და მიღების ფუნქცია დაამტა თავისი კრიპტო მომხმარებლებისათვის, სადაც ასევე შესაძლებელია სხვა საფულეებსა და ბირჟებს შორის ტრანზაქციებიც. მანამდე მომხმარებლებს მხოლოდ PayPal-ის ფარგლებში შეეძლოთ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვა.

    აღნიშნული პროგრამა ცნობილია TRUST-ის სახელით და ის შტატების ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის (VASP) მიერ 18 შტატში იქნა დაშვებული და ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის.

    აღნიშნულ შეთავაზებაში მონაწილება მიიღეს ისეთმა კრიპტოვალუტის ბირჟებმა და კომპანიებმა, როგორებიცაა Coinbase-ი, Paxos-ი, Circle-ი, Kraken-ი და Robinhood-ი. საერთო ჯამში ამ კრიპტო კომპანიების ჩამონათვალი 38-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც PayPal-ი ჩაერთო პროგრამაში.

    „PayPal-ის დამატება აღნიშნავს კიდევ ერთ ეტაპს TRUST-ის მოგზაურობაში, რომ გახდეს გლობალური, ინდუსტრიის სტანდარტული გადაწყვეტა მოგზაურობის წესების დაცვით“, – აღნიშნა Coinbase-ის წარმომადგენელმა მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *