Upbit-ი მარეგულირებლის მოთხოვნებს ითვალისწინებს

0
996

სამხრეთ კორეაში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა, Upbit-ი გადაუმოწმებელი მომხმარებლებისთვის თანხის ამოღების პროცედურას აჩერებს.

კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა ცვლილებების შესახებ, რომელიც თავის მხრივ, დაკავშირებულია სამხრეთ კორეის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სავალდებულო მოთხოვნებთან.

განცხადების თანახმად, Upbit-ი ამ კვირაში დაიწყებს გადაუმოწმებელი მომხმარებლებისთვის მომსახურების თანდათანობით შეზღუდვას. ამასთანავე, შეუზღუდავს ერთ მილიონზე მეტი კორეული ვონის (850 აშშ დოლარი) გარიგების განხორციელებას.

”მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა გადამოწმება დასრულდება, ერთი მილიონი მოგების ლიმიტი მოიხსნება. წევრებს, რომლებიც წარადგენენ შეკვეთას 1 მილიონზე ნაკლები მოგებით, შეუძლიათ ნებისმიერ დროს გააგრძელონ ვაჭრობა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული შეზღუდვები კი 13 ოქტომბრიდან შევა ძალაში.

”მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა გადამოწმება დასრულდება, განახლდება ვაჭრობა და ანაბრის გატანის ოპერაციები,” – ნათქვამია Upbit–ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ თვეში, Upbit-ი გახდა ერთ-ერთი პირველი სამხრეთ კორეული კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელმაც ქვეყნის მარეგულირებელთან ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი