პარაგვაის კონგრესმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

0
723

კრიპტოვალუტის რეგულირების ახალი კანონპროექტი პარაგვაის კონგრესმა დაამტკიცა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურმა ბანკმა და საბიუჯეტო კომისიამ პროექტი უარყო.

პარაგვაი განიხილავს კრიპტოვალუტის მიღებას ელექტროენერგიის დაბალი ფასის გამო. მთავრობამ აღიარა ეს შესაძლებლობა ციფრული ვალუტების შესახებ ახალი კანონმდებლობის წინ წამოწევით.

25 მაისს, კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს კრიპტოვალუტით ვაჭრობასა და მაინინგს პარაგვაის კონგრესმა 40 ხმით 12-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტის რატიფიცირება ახლა სენატმა უნდა მოახდინოს, რათა საბოლოოდ მიაღწიოს პრეზიდენტ მარიო აბდო ბენიტესსამდე.

რატიფიცირების შემთხვევაში, კანონპროექტი გავრცელდება პარაგვაის ნებისმიერ ფიზიკურ პირსა ან ორგანიზაციაზე, რომელიც ჩართულია კრიპტოვალუტის მაინინგში, კომერციალიზაციაში, ვაჭრობაში, გადაცემაში, წარმოებასა ან ადმინისტრირებაში.

კანონმდებლობა სთავაზობს ფინანსურ და სამართლებრივ გარანტიებს ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს, ასევე აწესებს შეზღუდვებს ელექტროენერგიის ხარჯვისა და დაბეგვრის საკითხებზე.

ამასთანავე, პარაგვაის ცენტრალურმა ბანკმა და საბიუჯეტო კომისიამ გამოთქვეს თავიანთი უკმაყოფილება ციფრული ვალუტების მიმართ. მათი აზრით, კრიპტოვალუტები მაღალი რისკის მქონეა და სახელმწიფოსთვის არავითარ სარგებელს არ წარმოადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი