Shinhan Bank Klaytn-ი ის Blockchain-ის მართვის საბჭოს უერთდება

0
1040

სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა უდიდესმა საბანკო ინსტიტუტმა, Shinhan Bank-მა Klaytn-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა.

გლობალურ Blockchain პლატფორმის განცხადების თანახმად, Shinhan Bank-ი Klaytn-ის Blockchain-ის მმართველ საბჭოს შეუერთდა.

ახალი პარტნიორობის ფარგლებში, Shinhan-ი მონაწილეობას მიიღებს Klaytn-ზე დაფუძნებული ციფრული სერვისების განვითარებაში, რომელიც ხელს შეუწყობს fintech ინოვაციებს. Klaytn-ი 2019 წლიდან მოღვაწეობს ბაზარე, ის არის Blockchain სერვისის პროვაიდერი, რომელიც ორიენტირებულია Blockchain გადაწყვეტილებების ინტეგრირებაზე საწარმოს დონის ინფრასტრუქტურაში.

Klaytn Blockchain-ი არის ჰიბრიდული ქსელი, რომელიც აერთიანებს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო Blockchain-ის მახასიათებლებს დეცენტრალიზებული მონაცემებისა და მმართველობის უზრუნველსაყოფად, ასევე მცირე შეყოვნებისა და მაღალი მასშტაბურობის უზრუნველსაყოფად.

განცხადების თანახმად, Shinhan Bank-ი პირველი ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტია სამხრეთ კორეაში, რომელიც Klaytn-ის მმართველ საბჭოს შეურთდა.

ამ დროისთვის საბჭო 30-ზე მეტ წევრს ითვლის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი