მუსიკალურმა ჯგუფმა NFT-ით 2 მილიონი დოლარი მიიღო

0
1700

Kings of Leon-მა NFT-ით 2 მილიონი დოლარი მიიღო.

5 მარტს დაწყებული Kings of Leon-ის სიმბოლური აქცია მათი ახალი მუსიკალური ალბომის გამოშვებას ეძღვნებოდა. აქცია ასევე იყო ჯგუფის NFT-ების მიღების პირველი მცდელობა. NFT-ის მიღება წარმატებით დასრულდა და ჯგუფმა ამ პერიოდში 1,45-დან 2 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა. შემოსული თანხის დიდი ნაწილი, შემოწრულობის სახით, Crew Nation Fund-ს გადაეცა.

პროცესის დასრულებისას ზოგიერთი წყარო იტყობინებოდა, რომ შემოსული თანხა ორ მილიონზე ბევრად მეტიც კი იყო. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მსმენელთა უმრავლესობა ეთერიუმ და NFT-ი ტექნოლოგიების ათვისების მხრივ ახალბედაა. შესაბამისად, პრობლემები შეიქმნა მოხმარების კუთხით, რის გამოც ბოლოს 24 საათით გახანგრძლივდა გაყიდვების საწყისი პერიოდი.

ნაწილი თანხისა, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი, Crew Nation Fund-ს გადაეცა, რომელიც პანდემიით დაზარალებული მუსიკალური ჯგუფების დასახმარებლად შეიქმნა.

ამასთანავე, ჯგუფმა ოთხწლიანი შესვენების შემდეგ გამოუშვა ახალი ალბომი – When You See Yourself.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი