სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტების ბირჟა Upbit-ს ჰქონდა უფრო მეტი შემოსავალი ვიდრე, 2017 წელს 648 მილიონი დოლარის კრიპტო ბირჟის ნახევარს.
დეპუტატმა პარკ კვენგ-ონმა განაცხადა, რომ კორეის საექსპორტო სექტორის მთლიანი შემოსავალი 8025% -ით გაიზარდა 2016 წელთან შედარებით, როდესაც მთლიანი შემოსავალი 7.5 მილიონ დოლარს შეადგენდა. გასული წლის მონაცემების მიხედვით, Upbit-ი კრიპტოვალუტის ბაზრის 52.9% პროცენტს იკავებდა.
2017 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის ბირჟა რეგულაციებისგან თავისუფალი იყო, თუმცა როდესაც მთვარობამ საფრთხეებზე საუბარი დაიწყო სამხრეთ კორემ დეკმებრის დასაწყისში ციფრულ ვალუტაზე შეზღუდვები დაწესა.
შემოღებული რეგულაციები 2018 წელს არ შესუსტებულა. აღსანიშნავია, რომ ბირჟები გარდა რეგულაციისა, ვალდებულნი არიან საგადასახადო გადასახადიც გადაიხადონ.
შეგახსნებთ, რომ იანვარის თვეში დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ კრიპტოვალუტის ბირჟებს, როგოც კორპორატიული ისე, ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადიც გადაეხადათ. ეს კი მთლიანი შემოსავლების 24%-ს შეადგენდა.
მთავრობის დირექტივების თანახმად, მარტის ბოლოს კორპორაციული გადასახადი, ხოლო ადგილობრივი საშემოსავლო აპრილის მიწურულისთვის ყველა ბირჟას უნდა ჰქონდეს გადახდილი.