Dfinity დეცენტრალიზაციისა და კონფიდენციალურობის პრობლემებზე საუბრობს

0
989

ცოტა ხნის წინ, Dfinity-ს ინტერნეტ-კომპიუტერის პროტოკოლის გუნდმა დეცენტრალიზაციისა და კონფიდენციალურობის მახასიათებლების კრიტიკოსებს უპასუხა.

გუნდი ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ პროექტის ფონდს არ აქვს კონტროლი ხმის მიცემის სისტემაზე, სადაც უმრავლესობის ხმა არის გადამწყვეტი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაცია ქსელის პრიორიტეტია.

NNS წყვეტს, თუ რომელი კვანძი შეიძლება შეუერთდეს Dfinity-ის ქსელს, “ასწავლის” არასწორი ქცევის კვანძებს და ხელს უწყობს კომუნიკაციებს ICP-ის სხვადასხვა მონაწილეს შორის.

ამასთან, NNS კრიტიკის საგანი გახდა. მომხმარებლებმა გამოხატეს შეშფოთება ხმის მიცემის უფლების ცენტრალიზაციის, დახურული და დაპატენტებული კოდის საფუძველზე, რომელიც მონაცემთა შეგროვების გამჭვირვალობის ნაკლებობას უწყობდა ხელს.

Dfinity–ს პროდუქტის დირექტორმა, დიეგო პრაცმა განაცხადა, რომ ფონდი არ აკონტროლებს NNS–ის უმრავლესობის ძალაუფლებას. მან დასძინა: ”დიდ ძალასთან ერთად მოდის დიდი პასუხისმგებლობა. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს ეს პასუხისმგებლობა. მე პირადად მჯერა, რომ საზოგადოება თავის როლს გააძლიერებს. თუმცა ჯერ ადრეა და წინ მრავალი გამოწვევა გველოდება”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი