ინგლისის ბანკი ბიტკოინს ლეგალურ ვალუტად არ სცნობს

0
3164

ინგლისის ბანკის მმართველმა მარკ ქერნიმ განაცხადა, რომ “ტრადიციული” განმარტებით, ბიტკოინი არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგალურ ვალუტად.

ლონდონის რეგენტის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ქერნი ამტკიცებდა, რომ ბიტკოინი ვერ აკმაყოფილებდა ტრადიციული ვალუტის ორ ძირითად მოთხოვნას. პირველი ეს იყო, რომ სტანდარტულ საფინანსო სისიტემაში ბიტკოინით ვაჭრობა შეუძლებელია და მეორე მიზეზი, ქერნის აზრით ბიტკოინი არ წარმოადგენს ღირებულებას.

თუმცა, ქერნიმ ისიც აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა Blockchain-ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც მას მიმზიდველს ხდის.

“Blockchain-ი კი, კვალვ ამტკიცებს რომ საჭიროა თავისი დეცენტრალიზებული ბუნების გამო, რადგან ეს არის ფინანსური ოპერაციების გადამოწმების საშუალება”. – განაცხადა მარკ ქერნიმ.

24 იანვარს გადახდის საშუალება Stripe-მა შეწყვიტა ბიტკოინით გადახდა. მიზეზად მაღალი გადასახადი და ტრანზაქციის ხანგრძლივი პროცესი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის შემოსავლების სამსახური ვირტუალურ ვალუტას განსაზღვარავს, როგორც “ციფრულ ღირებულებას, რომლითაც შესაძლებელია ვაჭრობა”. თუმცაღა აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მარტიდან აშშ-ში ბიტკოინი იბეგრება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი