რუსეთის მთავრობა კრიპტოვალუტების მაინინგის ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებთან კავშირის დამყარებას აგრძელებს.
რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია – Gazprom Neft-მა დადო პარტნიორობა BitRiver-თან, კრიპტოვალუტის მაინინგის სერვისების უმსხვილეს მიმწოდებელთან რუსეთში, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსტინგის სერვისებს კრიპტო მაინინგის ძირითადი ოპერაციებისთვის.
Gazprom-ი BitRiver-ის პარტნიორ მონაცემთა ცენტრებს მიაწვდის ელექტროენერგიას, რომელიც წარმოიქმნება ასოცირებული ნავთობის გაზიდან.
როგორც თანამშრომლობის ნაწილი, BitRiver-ი ნავთობის საბადოებზე დაყრდნობით განავითარებს თავის ინფრასტრუქტურას და Gazprom-ისგან მაინინგისთვის საჭირო ენერგიას მიიღებს.
Gazprom-ის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, ვადიმ იაკოვლევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად კომპანიის ბიზნეს მოდელი არ ითვალისწინებს ციფრულ სექტორთან მუშაობას.
კომპანიის მიზანს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია წარმოადგენს. 2019 წლის მონაცემებით, Gazprom-ი თავისი ნედლეულის წარმოებიდან გამომდინარე, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა ნახშიორჟანგის გამოყოფის თვალსაზრისით.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პარტნიორობა დასავლეთის სანქციების ფონზე მიმდინარეობს.