FalconX-მა დაფინანსების რაუნდში 150 მილიონი დოლარი მოაგროვა

    კრიპტოვალუტის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციის მიუხედავად, კომპანიები თავიანთი კაპიტალის ინვესტირებას აგრძელებენ.

    FalconX-მა, ინსტიტუციური დონის ციფრული ვალუტების პლატფორმამ და კრიპტო საბროკერო კომპანიამ, დაფინანსების D რაუნდში 150 მილიონი დოლარის მოგროვება მოახერხა.

    აღნიშნული რაუნდი ივნისის დასაწყისში დასრულდა და ცოტა ხნის წინ პლატფორმის საბაზრო ღირებულება შეფასდა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ის 8 მილიარდი დოლარი ღირს.

    ეს საკმაოდ კარგია თავად კომპანიისათვის იმის გათვალისწინებით, რომ წინა C სერიის დაფინანსების რაუნდის დასრულების შემდეგ მათი ღირებულება ამ თანხის ნახევარსაც კი არ შეადგენდა. კვარტლური დაფინანსების რაუნდების ჯამში კომპანიამ 430 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხა.

    FalconX-ის უახლეს საინვესტიციო რაუნდს უძღვებოდნენ სინგაპურის სუვერენული სიმდიდრის ფონდი – GIC და Facebook-ის თანადამფუძნებლის – ედუარდო სავერინის მხარდაჭერილი B Capital Group-მა. სხვა ინვესტორებს შორის იყვნენ: Tiger Global Management-ი, Adams Street-ი და Thoma Bravo.

    მოგროვებულ თანხას FalconX-ი ახალი ბაზრების და პროდუქტების შეთავაზებების გასაკეთებლად გამოიყენებს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *