პირველ მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
917

სამშაბათს, პირველ მარტს კრიპტოვალუტის ბაზარი გაუმჯობესდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ბიტკოინის კურსის ყველაზე მაღალი დონე 43,760 დოლარზე დაფიქსირდა დღევანდელი მონაცემები არცთუ ურიგოდ გამოიყურება.

დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 43,521 დოლარზე დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 13.56%-ით არის გაუმჯობესებული.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ 15.66%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმი 3,000 დოლარის ნიშნულს სულ უფრო და უფრო უახლოვდება. პირველ მარტს დღის პირველ ნახევარში ალტკოინის კურსი 2,915 დოლარს შეადგენდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი თითქმის 11%-ით გაუმჯობესდა. კვირის განმავლობაში კი ალტკოინის კურსი დაახლოებით 13%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, პირველ მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 918 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი