კრიპტო ბირჟა Poloniex-ი აშშ-ში 9 კრიპტოვალუტის გამოყენებით ვაჭრობას შეაჩერებს

0
1497

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ-ში მოქმედი კრიპტოვალუტის ბირჟა, Poloniex-ი ცხრა კრიპტოვალუტის გამოყენებით ოპერაციებს შეაჩერებს. ამის მიზეზი კი მარეგულირებელი სისტემა არის.

29 მაისიდან Poloniex-ი შეაჩერებს შემდეგი კრიპტოვალუტების ვაჭრობას: Ardor-ის, Bytecoin-ის, Decred-ის, GameCredits-ის, Gas-ის, Lisk-ის, Nxt-ის, Omni Layer-ისა და Augur-ის.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული აქტივებით ვაჭრობა ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ს ფარგლებს გარეთ.

Poloniex-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბირჟა არ არის დარწმუნებული, რომ აშშ-ს მარეგულირებელი ამ კრიპტოვალუტებს ფასიანი ქაღალდების კონტექსტში არ განიხილავს.

ჯერ კიდევ მარტში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს მარეგულირებელი კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობდა. სასაქონლო სავაჭრო კომისიის ტექნოლოგიების მრჩეველთა კომიტეტმა განიხილა კრიპტოვალუტისა და ლეჯერ ტექნოლოგიების რეგულაციის საკითხი.კომიტეტმა განიხილა რამდენიმე სხვადასხვა ანგარიში.

მოხსენება ასევე წარმოადგინეს ამერიკელ ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა, ქეთრინ ტრკლამ და ჩარლი მილსმა.

მათი გამოსვლა ეძღვნებოდა ბოლოდროინდელ ანგარიშს, რომელსაც ეწოდება “ციფრული აქტივები: ფედერალური და სახელმწიფო იურისდიქციის საკითხები”. ანგარიშში განხილულია კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის რეგულაცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი