რუსეთში შესაძლოა, ბიტკოინი კონფისკაციას დაექვემდებაროს

0
3032

რუსეთი გეგმავს სამართლებრივი ნორმის შექმნას, რომელიც მთავრობას ბიტკოინის კონფისკაციის ნებას დართავს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იტყობინებიან, კანონი 2021 წელს შევა ძალაში.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივ ნორმაში ზოგადად ციფრულ ვალუტებზეა საუბარი და არა კონკრეტულად ბიტკოინზე.

“ციფრულ აქტივებში გამოყენებული დანაშაულების ზრდის მუდმივი ტენდენცია და მომხმარებელთა უფლებების ნაკლებობა- ეს ის ფაქტებია, რაზეც აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება და სამართლებრივი მექანიზმის შექმნა”,- განაცხადა რუსეთის პარლამენტის წევრმა, ნიკიტა კულიკოვამ.

2019 წლის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრო კრიპტოვალუტის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას არ ჩქარობდა.

რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ალექსანდერ კონოვალოვმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის სტატუსი ჯერ არ განისაზღვრებოდა. თუმცა მან ისიც დაამატა, რომ კრიპტოვალუტის გადახდის მეთოდად გამოყენება რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით აკრძალული იყო.

კონსტიტუცია და ამჟამინდელი საფინანსო სისტემის კანონმდებლობა რუსეთში კატეგორიულად კრძალავს ციფრული ვალუტის გადახდის საშუალებად გამოყენებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს 75-ე მუხლით იკრძალება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი