შანხაი Blockchain ტექნოლოგიას განავითარებს

0
1377

შანხაის მთავრობა შეუერთდა ინიციატივას, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის ალიანსის შექმნას გულისხმობს. ალიანსის შექმნის მიზანი გლობალურ სავაჭრო სივრცეში Blockchain-ის დანერგვაა.

Global Times–ის ინფორმაციით, შანხაის კომერციულმა კომისარმა, შანხაის საბაჟო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს Blockchain ალიანსის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

“Blockchain ტექნოლოგია ზრდის ინფორმაციის საიმედოობას, რითაც აუმჯობესებს განბაჟების ეფექტურობას, ამცირებს ხარჯებს და ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებას”,-ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესმა საფონდო ბირჟამ საკუთარი გეგმები გაამჟღავნა და განაცხადა, რომ ლეჯერი ტექნოლოგიების დანერგვას დაიწყებდა.

შანხაის საფონდო ბირჟა, რომლის ბაზრის კაპიტალიც 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 5 მილიარდ დოლარს შეადგენდა აცხადებდა, რომ Blockchain ტექნოლოგიას შეეძლო სავაჭრო საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა.

“ბაზრის ნაწილი ახლა ამ ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული პროგრამები ამ ტექნოლოგიას სრულად დანერგავენ”, – ნათქვამი იყო ბირჟის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი