7 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1244

ხუთშაბათს, 7 ნოემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა. თუმცა ეს არ ნიშნავს ფასების მკვეთრ დაცემას. კრიპტოვალუტების კურსმა მხოლოდ მცირე რყევები განიცადა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა ვერ მოახერხა, რომ 9.250 დოლარის ზღვარს ასცდენილიყო.

Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კურსი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 2%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის ფასი კი ძირითადად 9.250 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის საბაზრო წილი 66.8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი ძირითადად 190 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა დღის ბოლოს ფასის ნიშნულმა დაიკლო და ეთერიუმის კურსი 187 დოლარზე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 250 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი