Circle-ი ფინანსური რეზერვების დასაცავად BNY Mellon ბანკთან ითანამშრომლებს

0
998

Circle-მა განაცხადა, რომ თავისი USDC ფინანსური რეზერვების დასაცავად BNY Mellon ბანკი აირჩია.

BNY Mellon არის ერთ-ერთი უძველესი ბანკი ამერიკაში და 46,7 ტრილიონ დოლარზე მეტ აქტივს მსოფლიოში მასშტაბით ფლობს. ის მომსახურებას უწევს კლიენტებს, რომლებიც ინვესტიების დაცვას ცდილობენ.

BNY Mellon-მა განაცხადა, რომ ახალი პარტნიორობა მას ციფრული ვალუტის შესწავლისაკენ გზას გაუსნის, რათა ის ანგარიშსწორებისათვის გამოიყენოს მომავალში. რომან რეგელმანმა, აქტივების სერვისის აღმასრულებელმა დირექტორმა და BNY Mellon-ის ციფრული განყოფილების ხელმძღვანელმა, შემდეგი შენიშვნები გააკეთა:

„ჩვენი ინდუსტრიის ევოლუციის იმ ეტაპზე ვართ, სადაც აქტივების დიგიტალიზაცია ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს უქმნის ბაზრის მონაწილეთა ფართო სპექტრს. ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი როლი ამ ინოვატორულ პერიოდში, რათა ახალი კლიენტების ნდობა დავიმსახუროთ”.

„რადგან ჩვენ ვაგრძელებთ USDC-ის ზრდას, BNY Mellon-თან მუშაობის შესაძლებლობა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ავაშენებთ ხიდებს ტრადიციულ ფინანსურ სერვისებსა და ციფრული ვალუტების განვითარებად ბაზრებს შორის”,- განაცხადა Circle-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი