ქეით ჰეუნი: მომავალი ციფრულ ფულს ეკუთვნის

0
1333

კომპანიის, Andreessen Horowitz-ის პარტნიორი ქეით ჰეუნი აცხადებს, რომ მომავალი ციფრულ ფულს ეკუთვნის. მისი თქმით, ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც განსხვავებულ ფინანსურ ქსელს შექმნის.

Bloomberg-თან ინტერვიუს დროს, ქეით ჰეუნითმა განაცხადა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ფული ციფრული გახდება.

მან ასევე განმარტა, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Venmo და PayPal ციფრული ფულის მაგალითად ვერ გამოდგებიან, რადგან ისინი კვლავ ტრადიციულ ბანკებს ეყრდნობიან.

ამის საპირისპიროდ, ქეით ჰეუნი Facebook-ის მიერ შექმნილ ციფრულ ვალუტაში მომავალს ხედავს.

”… მესამე კატეგორია არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ინტერნეტ ფულს, ეს კი ბიტკოინის იდეის მსგავსია, მაგრამ ის ბიტკოინის შეზღუდვებს გადაჭრის. ამ დროს თქვენ ინვესტიციები უნდა განახორციელოთ მაგალითად, Libra-ში”,- განაცხადა ქეით ჰეუნმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი მომავლისა, ამჟამად Libra და სხვა მსგავსი პროექტები მასობრივი მოხმარებისთვის მზად არ არის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი