ესტონეთმა მარეგულირებელი სისტემა გაამკაცრა

0
1786

ესტონეთის საკონსულტაციო ფირმა Eesti Consulting OÜ-მა განაცხადა, რომ ესტონეთში კრიპტოვალუტის ბირჟისთვის ლიცენზიის მიღება გართულდება.

ესტონეთის მთავრობამ, უფრო კონკრეტულად კი ფინანსთა სამინისტრომ 3 მაისს სალიცენზიო პროცესში ცვლილებები შეიტანა. ახალი რეგულაციები კი ძალაში შევა 30-დან 90 დღემდე.

ლიცენზიის მიღების გართულების გარდა, გაიზრდება გადასახადიც. თუკი ადრე საჭირო იყო 245 ევრო ახალი გადასახადი საკმადო დიდია და ის, 3.330 ევროს შეადგენს.

“ჩვენ ვისწავლეთ გაკვეთილი საბანკო სექტორისგან. ახლა დროა, რომ გავუმკლავდეთ საერთაშორისო რისკებს, მათ შორის ყველაზე გადაუდებელ საკითხს და ეს ნამდვილად არის კრიპტოვალუტა”,- განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, მარტინ ჰელმმა.

ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთის ფინანსთა სამინისტრო მარეგულირებელი სისტემის გამკაცრებას აპირებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგულაციის პირობებს ციფრული ვალუტის მომსახურების მიმწოდებლები და კრიპტოვალუტით გადამხდელი პროვაიდერები უკვე გაეცნენ.

მიუხედავად ამისა, ფინანსური ზედამხედველობის ორგანო ამ კომპანიებს მაინც სკეპტიკურად უყურებს. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანიები რისკის შემცველნი არიან. რისკი კი პირველ რიგში ფულის გათეთრებას ეხება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი