როკფელერების ოჯახმა შესაძლოა, კრიპტოვალუტაში ინვესტიციები განახორციელოს

0
3599

როკფელერის ოჯახის ე.წ. სარისკო კაპიტალდაბანდების ფირმამ Venrock-მა პარტნიორობა დაიწყო კრიპტოვალუტის საინვესტიციო ჯგუფ Coinfund- თან. თანამშრომლობის მიზანია კრიპტოვალუტისა და Blockchain ბიზნეს-ინოვაციებისთვის ხელის შეწყობა.

ბიტკოინი ბოლო დროს 7.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამასთან დაკავშირებით Venrock-ის წარმომადგენელმა, დევიდ პეკმანმა განაცხადა, რომ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ისინი კრიპტოვალუტის გრძელვადიანი ინვესტორები არიან.

დევიდ პეკმანი თავის ბლოგ პოსტში კრიპტოვალუტასა და Blockchain-თან დაკავშირებით ასევე აღნიშნავს:

“საბოლოო ჯამში შესაძლებელია აშენდეს ფართოდ დისტრიბუციული ქსელი ცენტრალიზებული ნდობისა და კონტროლის გარეშე, რომელიც მომხმარებლს დართავს ნებას საკუთარი მომავალი თვითონ მართოს … ამ სცენარში, სოციალური მედია, აპლიკაციების ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ფაილის შენახვა ან სხვა რამ, იქნება საჯარო მოხმარების საგანი. ეს ყველაფერი კი, მართული იქნება მფლობელების მიერ. ბევრი ჩვენგანი ამას კრიპტოვალუტის ჩრდილში მდგომ მისიად ხედავს”.

Coinfund- ის თანადამფუძნებელმა ჯეკ ბრაქმენმა Fortune-ს განუცხადა, რომ Coinfund-ი მჭიდროდ ითანამშრომლებს Venrock-თან, რათა დაეხმაროს, ურჩიოს და მხარი დაუჭიროს პარტნიორს კრიპტოვალუტის ბიზნესში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი