ჩინეთის ქალაქ ჰანგზუში Blockchain-ის ინდუსტრიული პარკი გაიხსნა

0
1940

10 მილიარდი იენი დაახლოებით, 1.6 მილიარდი დოლარი ინვესტიცია ჩაიდება Blockchain-ის ინოვაციური ფონდში. აღნიშნულის შესახებ 9 აპრილს ჰანგზუს Blockchain-ის ინდუსტრიული პარკის გახსნისას გამოცხადდა.

Xiongan Global Blockchain-ის ინოვაციური ფონდი იუანგის რაიონის მთავრობას აფინანსებს, რათა მომავლის ტექნოლოგიების განვითარებას ხელი შეუწყოს.

ათი უმსხვილესი Blockchain კომპანია დაესწრო, ჩინეთში, ჰანგზუს Blockchain-ის ინდუსტრიული პარკის გახსნას. ასევე ცნობილი გახდა, რომ შეიქმნა Zhejiang Shimang Blockchain-ის სტარატეგიული განვითარების კვლევითი ინსტიტუტი.

სამი Blockchain-თან დაკავშირებული ორგანიზაცია: სამრეწველო პარკი, უშუალოდ ფონდი და კვლევითი ინსტიტუტი ხელს შეუწყობენ აკადემიურ და ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ჰანგზუში Blockchain ტექნოლოგია განვითარდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინურმა კომპანიებმა მხარი დაუჭირეს Blockchain ტენოლოგიის განვითარებას, ასევე ჩინეთში Blockchain startup-ის დასაწყებად და სამომავლო განვითარებისთვის შეიქმნება საჭირო გარემო ქვეყანას კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებით ისევ მკაცრი პოზიცია უჭირავს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ICO და კრიპტოვალუტით ვაჭრობა აკრძალულია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი