ლაიტკოინის სამიზნე ფასი 60 დოლარია

0
3618

გუშინ ციფრული ვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

27 თებერვალს ლაიტკოინზე ვაჭრობა 45 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 46 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 44 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 45 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსები პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში ლაიტკოინის კურსის 60 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობდნენ.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის მატების შემდეგ ურჩევენ ვაჭრობას.

რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს: გუშინ ალტკოინზე ვაჭრობა 134 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი კი 135 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 130 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი 132 დოლარზე დაიხურა ვაჭრობა.

ექსპერტები სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ბიტკოინ Cash-ის ფასის მატებასაც ვარაუდობენ. მათი პოზიტიური პროგნოზი გამართლდება, როდესაც ალტკოინის ფასის ნიშნული 160 დოლარამდე გაიზრდება.

ამჟამად, ბიტკოინ Cash-ის ფასი 0.95-ით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ კურსი 133 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი