Portofino Technologies-მა 50 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა

0
794

კრიპტოვალუტის სტარტაპმა Portofino Technologies-მა ციფრული ვალუტებით ოფიციალურად გამოუშვა მაღალი სიხშირის სავაჭრო პლატფორმა.

პლატფორმის გაშვებისას, Portofino-მ გაამჟღავნა, რომ მან 50 მილიონი დოლარის სააქციო დაფინანსება მოიზიდა Valar Ventures-ისგან, Global Founders Capital-ისა და Coatue-სგან.

მიუხედავად იმისა, რომ Portofino-ს ბოლომდე არ გაუმჟღავნებია დაფინანსების დეტალები, მათთან დასაქმების მსურველები საკმაოდ მრავლად იყვნენ. მათგან 35 ადამიანი უკვე დაასაქმა კომპანიამ თავის ხუთ სხვადასხვა ფილიალში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია განლაგებული.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მხოლოდ ახლა გამოდის სტელსის რეჟიმიდან, იგი აცხადებს, რომ მილიარდობით დოლარის ვაჭრობა მოახდინა ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟებზე.

მაღალი სიხშირის ვაჭრობა (HFT), ეხება ავტომატიზირებულ სავაჭრო პლატფორმებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება, უკიდურესად მაღალი სიჩქარით, მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეკვეთების დიდი პარტიების შესასრულებლად.

შეგახსენებთ, რომ Portofino, 2021 წელს Citadel Securities-ის ყოფილმა თანამშრომლებმა ალექს კაზიმომ და ლეონარდ ლანჩიამ დააარსეს. კომპანია კრიპტო ფოკუსირებულ მაღალსიხშირულ ვაჭრობის ტექნოლოგიას აშენებს, რომელსაც ძირითადად ჰეჯ-ფონდები იყენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი