რიპლი რეგიონალურ ოფისს დუბაიში ხსნის

0
1572

დუბაის ერთ-ერთი თავისუფალი სავაჭრო ზონის ფინანსური ცენტრი დამოუკიდებელი მარეგულირებლის როლს ასრულებს საკუთარი სასამართლო სისტემით, რაც მიმზიდველს ხდის კომპანიებს იქ წარმომადგენლობების გასახსნელად.

სწორედ ამიტომ გასულ კვირას რიპლიმ განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ კომპანიამ რეგიონალურ ოფისს დუბაის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში გახსნის.

გავრცელებული ინფორმაციით, რიპლიმ აღნიშნული Blockchain-ზე დაფუძნებული საგადასახადო კომპანია აქ სწორედ მისი მდებარეობის და შესაძლებლობების გამო აირჩია.

DIFC-ის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ სპეციალური ეკონომიკური ზონა 2500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება შუა აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი დადასტურებული სასამართლო სისტემით.

”რიპლის უკვე გააჩნია მნიშვნელოვანი კლიენტთა ბაზა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში. ჩვენს მომხმარებლებთან თანაცხოვრების შესაძლებლობამ კი DIFC ბუნებრივი არჩევანი გახადა.

ჩვენი რეგიონალური ოფისი იქნება პლაცდარმი, რათა დანერგოს ჩვენი Blockchain გადაწყვეტილებები. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი კავშირების გამყარებას რეგიონის კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტთან”,- აღნიშნა ნავინ გუპატამ, რიპლის მმართველმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი